ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტუსკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პოლონეთის ახალ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

„ევროპული საბჭოს სხდომის წინა დღეს ჩვენ მისი მომავალი გადაწყვეტილებები განვიხილეთ, რაც მთელი ევროპული საზოგადოების ერთიანობას შეუწყობს ხელს. მე გულწრფელი მხარდაჭერის სიტყვები მოვისმინე. ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვართ, როცა ერთად ვართ - უკრაინა და პოლონეთი“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კიევში მიიწვია.

„დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთის ახალ მთავრობასთან ერთად, ჩვენს ურთიერთობებში არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხის ორმხრივად მომგებიანი გზით მოგვარებას შევძლებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 13 დეკემბერს დონალდ ტუსკის მთავრობამ პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში დადო ფიცი და მუშაობა ოფიციალურად დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს