ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების უახლოეს მომავალში გაფორმება ძალიან რეალურია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება უახლოეს მომავალში ძალიან რეალურია, თუ ბაქო ორი ქვეყნის ლიდერებს შორის უკვე შეთანხმებულ პრინციპებს დაადასტურებს.

„თუ აზერბაიჯანი დაადასტურებს ამ პრინციპებს, მაშინ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა უახლოეს მომავალში ძალიან რეალურია“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მან ასევე დაასახელა სომხური მხარის სამი ძირითადი პრინციპი - რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა იმ ქვეყნების სუვერენიტეტის შენარჩუნების პრინციპით, რომლის ტერიტორიაზეც ისინი გადიან, სომხეთის (29 800 კვ.კმ) და აზერბაიჯანის (86 600 კვ.კმ) ტერიტორიული მთლიანობის საჯარო აღიარება, ასევე საზღვრების დელიმიტაცია უახლესი საბჭოთა რუკების მიხედვით.

„ტყვეების გუშინდელი გაცვლა გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელია უახლოეს მომავალში“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს