ტოპ|ქარდის საახალწლო კამპანია იწყება

თითოეული ჩვენთაგანის წელი ადამიანებთან ურთიერთობისას განცდილი ემოციებისგან შედგება, მთელი წლის განმავლობაში, ყველას ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის მიუხედავად, ახერხებდნენ სანტას როლის მორგებას.

რე|ბანკმა გადაწყვიტა, რომ ყველას, ვისაც ტოპ|ქარდი აქვს, მისცეს საშუალება, იყოს ტოპ სანტა და ადამიანებს, რომლებმაც მისი წელი ემოციებით დახუნძლეს - საჩუქრით გადაუხადოს.

ამიტომაც, 15 დეკემბრიდან, 7 იანვრის ჩათვლით, ყველა ტოპ|ქარდელს ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერი შენაძენი, ნებისმიერ პარტნიორთან 10 თვეზე თანაბრად გადაანაწილოს.

გაახარე ყველა, ვინც დაიმსახურა.

თუ ჯერ არ გაქვს ტოპ|ქარდი, მის აღებას უფასოდ შეძლებ დისტანციურად ვებგვერდზე: https://rbnk.ge/48hLxWT ასევე, რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებსა და ფილიალებში:

  • თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი #35
  • ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55
  • ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5

რა არის ტოპ|ქარდი?

ტოპ|ქარდი გადანაწილების ბარათია რე|ბანკისგან, რომელზეც 250-დან 10 000 ლარამდე ლიმიტი ერთხელ მტკიცდება და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ კი, შევსებულ ლიმიტს თავიდან იყენებ.

რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილი თანხა ნაწილდება რამდენიმე თვეზე ყოველგვარი დანამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის საშუალებით რე|ბანკის მომხმარებლები საკუთარ ფინანსებს უფრო გონივრულად და პასუხისმგებლობით მართავენ.

ტოპ|ქარდით ასევე შეგიძლია გაზარდო უკვე შესრულებული შენაძენის ვადა 1-დან 3 თვემდე როგორც პარტნიორ, ასევე არაპარტნიორ ობიექტებში, თუ შენაძენის ღირებულება მინიმუმ 100₾-ია. ასეთ შემთხვევაში, თანხას თვეების დამატების საკომისიო ემატება, გადახდილი თანხის 2%, რომელიც არჩეულ თვეებზე ნაწილდება.

ტოპ|ქარდზე ასევე შესაძლებელია ლიმიტის გაზრდაც, შემდეგ ბმულზე: https://rebank.ge/application/4/personal-info

რე|ბანკს უკვე 3 000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: აფთიაქები, სუპერმარკეტები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის და ტექნიკის მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები, ბენზინგასამართი და სხვა. მათთან ტოპ|ქარდით გადახდისას თანხის გადანაწილება რანდენიმე თვეზეა შესაძლებელი. რე|ბანკის პარტნიორების და საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525

ინფორმაციას რე|ბანკი ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო