გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ქობულეთში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული არასრულწლოვანის მდგომარეობა სტაბილურია

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ქობულეთში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული არასრულწლოვანის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ქაშიბაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„სტაბილურად არის ამ წუთისათვის ბავშვი, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა. გაუარესების გარეშე მივდივართ. აღენიშნება მეორე, მესამე ან მესამე ბე ხარისხის დაზიანებები“,- განაცხადა ქაშიბაძემ.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს ქობულეთში, ერთ-ერთ სოფელში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 12 წლამდე ბავშვი მძიმედ დაშავდა. მოზარდის მიერ ნასროლი პიროტექნიკა ბენზინის ავზში ჩავარდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება