CIU-ში ეროვნულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის თანაორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია - „ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები“ გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა.

„აუდიტორიას მიესალმნენ პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი კანატ სეიტჟანოვი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გენერალ-ლეიტენანტი ვახტანგ კაპანაძე, ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის დირექტორი დავით კუხალაშვილი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ხატიძე.

დღის ფარგლებში გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, ვახტანგ მაისაიას პოლონურენოვანი წიგნის - „მეოთხე თაობის ომები - ნატოს კონტექსტი და სამხრეთ კავკასია“ - პრეზენტაცია.

სამეცნიერო კონფერენციაზე სამი სექცია მუშაობდა - პოლიტიკური უსაფრთხოების, სამხედრო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სექცია (აქტუალური პოლიტიკური კონფლიქტები); საინფორმაციო უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების სექცია; ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სამეცნიერო-ტექნიკური უსაფრთხოების სექცია. თითოეულ სექციას დარგის ექსპერტებისა და აკადემიური პერსონალისგან შემდგარი კომისია ხელმძღვანელობდა.

კონფერენციის მუშაობაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტისა და საფეხურის 60-ამდე სტუდენტი იღებდა მონაწილეობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება