გიტანას ნაუსედა - ჩემმა ქართველმა მეგობრებმა ნამდვილად ბევრი გააკეთეს რეფორმების განსახორციელებლად

ჩემმა ქართველმა მეგობრებმა ნამდვილად ბევრი გააკეთეს რეფორმების განსახორციელებლად. დიახ, ყოველთვის არსებობს გარკვეული საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში უნდა მოხდეს, მაგრამ სწორედ ახლა, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილებები და ეს გადაწყვეტილებები არა მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვის, არამედ საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის ლიდერები ევროკავშირის სამიტისთვის იკრიბებიან.

„ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს შანსი, ისტორიული შანსი, მივიღოთ ძალიან კარგი გადაწყვეტილება უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. ეს ჩვენს ხელშია, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ, ან დავკარგოთ. ჩემი ქვეყნის პოზიცია ძალიან მყარია, თქვენ იცით, რომ ჩვენ ამას თავიდანვე ვუჭერთ მხარს და ვთვლი, რომ ამას იმსახურებს უკრაინელი და მოლდოველი ხალხი, რადგან მათ ბევრი რამ გააკეთეს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. ისინი იმსახურებენ პოზიტიურ შედეგს“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება