იუსტიციის მინისტრი ვირჯინიის პენიტენციური დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ვირჯინიის პენიტენციური დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვირჯინიის სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელმა, ჩადვიკ დოთსონმა ციხის მოწყობის სტანდარტებსა და მასში არსებულ სერვისებზე ისაუბრა.

რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების ეროვნულ დონეზე დანერგვა წარმოადგენს.

„იუსტიციის მინისტრმა საქართველოს ციხეებში პატიმრების პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა, პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მთავარი ამოცანაა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას პენიტენციური სისტემის გაძლიერების მიმართულებით.

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე დელეგაციის წევრებთან ერთად ქოფივუდის პენიტენციურ დაწესებულებაშიც იმყოფებოდა, სადაც ციხის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და პატიმრებისთვის არსებულ სერვისებს გაეცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება