ირლანდიის პრემიერ-მინისტრი - უკრაინა ჩვენი დახმარების გარეშე ვეღარ გაძლებს -  ევროკავშირისა და აშშ-ის დახმარების გარეშე, პუტინი გაიმარჯვებს

უკრაინის მიმართ ევროკავშირისა და აშშ-ის დახმარების გარეშე პუტინი გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ლეო ვარადკარმა ევროპული საბჭოს სამიტის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე ევროპული საბჭოს შეხვედრებს უკვე 6 ან 7 წელია რაც ვესწრები და ეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დიდი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებული ფინანსური და მასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება. ერთ-ერთ მათგანზე მაინც დადებითი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, იდეალურ სიტუაციაში კი ორივე მათგანზე. უკრაინა ჩვენი დახმარების გარეშე ვეღარ გაძლებს. ევროკავშირისა და აშშ-ის დახმარების გარეშე, პუტინი გაიმარჯვებს. ამიტომ, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უკრაინას ფინანსური დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ და მე მასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს ვუჭერ“, - განაცხადა ლეო ვარადკარმა.

ამასთან, ირლანდიის პრემიერმა აღნიშნა, რომ უნგრეთი იმსახურებს მისთვის გამოყოფილი თანხების მიღებას, რადგან მან დაკისრებული ვალდებულებები შეასრულა.

„წესი წესია, უნგრეთი იმსახურებს გარკვეული რაოდენობის თანხას და ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც სხვა ქვეყნებს წესების დაცვისკენ ყოველთვის მოუწოდებს. აღნიშნულ შემთხვევაში კი ევროკავშირმა უნდა დაიცვას მისი წესები. უნგრეთმა თანხების გამოყოფისთვის საჭირო პირობები შეასრულა“, - აღნიშნა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს