ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ჩვენ ევროკომისიის დასკვნას მხარს ვუჭერთ

ჩვენ ევროკომისიის დასკვნას მხარს ვუჭერთ, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრომ ევროპული საბჭოს სამიტის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენთვის ევროკომისიის რეკომენდაცია მისაღებია, რადგან იგი მხედველობაში იმ რეფორმების დიდ რაოდენობას იღებს, რომელიც უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში განხორციელდა, ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის დასკვნას“, - განაცხადა ალექსანდრ დე კრომ.

დე კრომ აღნიშნა, რომ იგი კომისიის მიერ წარდგენილ რეკომენდაციას სრულად განიხილავს და არ აპირებს თითოეული ქვეყნის ცალკე გამოყოფას.

„ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ძლიერი შეტყობინება გავუგზავნოთ, როგორც სამხედრო და ფინანსური დახმარების, ისე გაფართოების შესახებ. ევროპული ერთიანობა ჩვენი უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს. ჩვენი მხარდაჭერა მკაფიო უნდა იყოს და ეს საკითხი დღეს ჩვენი განხილვის მთავარი თემა იქნება“, - აღნიშნა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება