გურამ გურამიშვილმა საქართველოს მე-9 ინტერნეტ მმართველობის ფორუმში GeoIGF 2023 მიიღო მონაწილეობა

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების და ამისთვის საჭირო სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა. ბოლო წლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ქვეყნის ციფრული სფეროს განვითარებაში. აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს გავლით, ევროპისა და აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი ციფრული ჰაბის ფორმირების მიმართულებით, რაც როგორც ფართოზოლოვანი სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარებას შავი ზღვის გავლით, ასევე საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული „დატა ცენტების“ ფორმირებას, ითვალისწინებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა საქართველოს მე-9 ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF 2023 - ის გახსნაზე გამოსვლისას.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სამინისტროს ეგიდით მიმდინარე ისეთ აქტივობებზე, როგორიცაა სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტი, უნივერსალური მომსახურების რეგულაციების პროექტები, ციფრული ეკონომიკის განვითარების სტრატეგია, ელექტრონული კომერცია და სხვ.

„ჩვენ დიდი ძალისხმევა გვაქვს მიმართული ევროკავშირის ციფრულ ერთიან ბაზართან საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებით. ევროპელი ექსპერტების ჩართულობით, დაიწყო მუშაობა საქართველოს ევროკავშირის როუმინგულ რეგულაციებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების საკითხებზე. ეს კომპლექსური სამუშაო და პროცესია, რომელიც დარწმუნებული ვარ, წარმატებით ჩაივლის და მომავალში ჩვენი მოსახლეობა, ევროკავშირში ვიზიტისას ბევრად ხელმისაწვდომი ტარიფებით ისარგებლებს“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

უწყების ცნობითვე, ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015 წელს დაარსდა. საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის საკითხებით დაინტერესებული პირებს აერთიანებს. წლევანდელი ფორუმის ორგანიზატორია მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და კომუნიკაციების კომისია, ხოლო მხარდამჭერები არიან USAID, ევროპის საბჭო, ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN) და RIPE ქსელის საკოორდინაციო კომიტეტი (RIPE NCC), ასევე ლოკალური მხარდამჭერია ასოციაცია GRENA და საქართველოს ელექტრონული ვაჭრობის პალატა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის