აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან იმყოფებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელჩი თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტიბორ კოზმასა და დამკვირვებელთა ჯგუფს შეუერთდა.

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია და ბორდერიზაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტიბორ კოზმასა და დამკვირვებელთა ჯგუფს შეუერთდა. ელჩმა ადგილზე მიიღო ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და კონფლიქტის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ.

შეერთებული შტატები აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, რომ მან შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს