კაია კალასი - ყველა სახელმწიფოს განვიხილავთ როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე - ყველა წინადადება მაგიდაზე დევს, მათ შორისაა საქართველოს საკითხიც, მაგრამ უფრო დიდ პრობლემას უკრაინისა და მოლდოვას საკითხი წარმოადგენს

ჩვენ ყველა სახელმწიფოს განვიხილავთ როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე, მათ შორის არის საქართველოს საკითხიც, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროპული საბჭოს სამიტის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიის ანგარიში დამსახურების პრინციპს ეფუძნება.

„უკრაინამ მისთვის დაკისრებული კრიტერიუმები, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას, შეასრულა. რაც რამდენიმე წელიც კი გრძელდება, როგორც ეს ჩვენი ისტორიიდან ვიცით. თუ ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, უკვე შემდეგ უნდა განვიხილოთ სხვა ვარიანტები. ჩვენ ყველა სახელმწიფოს განვიხილავთ როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე. ეს ყველა ის წინადადებაა, რომელიც მაგიდაზე დევს. მათ შორის არის საქართველოს საკითხიც, მაგრამ უფრო დიდ პრობლემას უკრაინისა და მოლდოვას საკითხი წარმოადგენს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა კაია კალასმა.

კაია კალასის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას განუცხადა, რომ იგი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

„პირველ რიგში, ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ უკრაინამ ამ ომში გამარჯვება შეძლოს. დღეს, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე საკითხი უნდა გავიხილოთ. ერთი ეხება უკრაინის ფინანსურ დახმარებას, რის შესახებაც ჩვენ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ და მეორე ნაწილი გაფართოების საკითხს წარმოადგენს. უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების შესახებ წინ ხანგრძლივი განხილვა გველის. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ვიქტორ ორბანს და მას შეგიძლიათ მეტი შეკითხვა დაუსვათ. მან აღნიშნა, რომ იგი ვერ ხედავს შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას. ჩვენ ვცადეთ, მაგრამ ისევ ვცდით, რადგან ჯერ დანებებისთვის მზად არ ვართ“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება