საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებს და საქმიანობის სტანდარტებს აშშ-ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო გაეცნო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებს და საქმიანობის სტანდარტებს აშშ-ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რატი ბრეგაძე ბიუროს ევროპის ოფისის კურატორს ნიკოლ ჩალიკს შეხვდა.

„იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები იმგვარად არის განსაზღვრული, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვა, სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოება და კანონის უზენაესობის დაცვა საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყურადღება გამახვილდა დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ მომავალ წელს საქართველოში არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და ელექტრონული ხმის მიცემის წესით ჩატარდება, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკვირდებიან.

„მხარეებმა საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ამ კონტექსტში იუსტიციის მინისტრმა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ მოგებულ საქმეებზე ისაუბრა. აღინიშნა ევროსასამართლოს მიერ იურიდიულად დადგენილი ფაქტი, რომ საქართველოს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩადენილი ადამიანის უფლებების ყველა დარღვევა შეერაცხება რუსეთს.

ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების მნიშვნელობას და აღინიშნა ამ პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

მინისტრმა ისაუბრა ქართულ პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე, რომელიც თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება.

შეხვედრის დასასრულს, რატი ბრეგაძემ ამერიკულ მხარეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება