ვლადიმერ პუტინი - მობილიზაციის მეორე ტალღა არ იქნება - სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ამჟამად 617 000 რუსი სამხედრო იმყოფება

მობილიზაციის მეორე ტალღა არ იქნება, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 ათასამდე ადამიანი გაიწვიეს. პუტინმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად, მობილიზებულების მიმართ ბევრი ირონია და დაცინვა იყო მიმართული და მათ ბრბოს ეძახდნენ, მაგრამ „რეზერვისტებმა კარგად წარმოაჩინეს თავი საბრძოლო პირობებში“.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში ამჟამად 617 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

„საკონტაქტო ხაზის სიგრძე 2 000 კილომეტრზე მეტია. საბრძოლო ზონაში 617 ათასი ადამიანი იმყოფება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს