მიხეილ სარჯველაძე - საბედნიეროდ დამსახურებულ სტატუსს მივიღებთ, რაც იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უამრავი რეფორმის აღიარება და გაწეული შრომის დაფასება

საქართველოს აღარანაირი წინაღობა აღარ გააჩნია, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს სტატუსის მოპოვებაში, ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება გარდაუვალია და უახლოეს საათებში, ალბათ, დამსახურებულ სტატუსს მივიღებთ , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ვითარება უკვე ცხადია.

"მე მგონია, სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით ვითარება აშკარა, ნათელი და ცხადია. ცხადია, რომ საქართველოს აღარანაირი წინაღობა აღარ გააჩნია, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს სტატუსის მოპოვებაში, ეს გადაწყვეტილება ვფიქრობთ, რომ გარდაუვალია. ვფიქრობთ, უახლოეს საათებში, ალბათ, ჩვენ საბედნიეროდ დამსახურებულ სტატუსს მივიღებთ. ეს იქნება აღიარება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უამრავი რეფორმის, გაწეული შრომის დაფასება. ეს არის, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის წარმატება, მათ შორის, იმავე პროევროპულად განწყობილი ხალხის არჩევანის მართებულობის კიდევ ერთი დადასტურება", - განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება