იგორ ნარმანია - ფორუმის ფარგლებში გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა გავესაუბროთ ჩვენს თანატოლებს, თანამოაზრეებს და გავაცნოთ ჩვენი ხედვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

ფორუმის ფარგლებში გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა გავესაუბროთ ჩვენს თანატოლებს, ჩვენს თანამოაზრეებს და გავაცნოთ ჩვენი ხედვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ღონისძიება, ძირითადად, ახალგაზრდულ პროგრამას ეძღვნება.

„ფორუმის ფარგლებში გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა გავესაუბროთ ჩვენს თანატოლებს, ჩვენს თანამოაზრეებს. დღეს საქართველო დგას ისტორიულ გზაგასაყარზე, საქართველოს აქვს ისტორიული შანსი გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ თუ როგორია სამომავლო ხედვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. როგორი იქნება ჩვენი სამომავლო პროგრამა, რითაც ჩვენ შევხვდებით და გავესაუბრებით ჩვენს თანატოლებს და რას ვთავაზობთ მათ. ამიტომ დღევანდელი ღონისძიება ძირითად შემთხვევაში ეძღვნება ჩვენს ახალგაზრდულ პროგრამას, რომელიც უნდა წარვუდგინოთ ჩვენს თანატოლებს.“ - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს