„გამარჯვების კოალიციამ“ ახალგაზრდული ფორუმი გამართა

„გამარჯვების კოალიციამ“ - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალგაზრდული ფორუმი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ფორუმზე მთავარ განსახილველ საკითხებს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი წარმოადგენდა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, შეხვედრას ახალგაზრდები, უცხოელი სტუმრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პოლიტიკური ლიდერები ესწრებოდნენ.

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლაშა დიაროვის თქმით, ხვალ საქართველოსთვის ისტორიული დღეა, შესაბამისად, ფორუმზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს.

“დღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. როგორც ვიცით, ხვალ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობის დღეა. ხვალ უნდა გადაწყდეს მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს და სწორედ ამას შეეხებოდა ჩვენი შეხვედრაც.

ჩვენ გვყავდა სტუმრები ნიდერლანდებიდან, ასევ, ჩვენი უცხოელი კოლეგები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოლიტიკური ლიდერები და გვქონდა საკმაოდ საინტერესო დისკუსია და დებატები სწორედ ამ საკითხების გარშემო.

დარწმუნებული ვარ, რომ დადებითად გადაწყდება კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი საქართველოსთვის, ვიმსჯელეთ იმ თემაზე, თუ რა ბენეფიტებს მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ.

შეხვედრას ესწრებოდა უამრავი ახალგაზრდა, სტუდენტები და დაინტერესებული პირები. ჩვენ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო“, - განაცხადა დიაროვმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება