გიორგი ტყემალაძე - მიმდინარე წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქალაქის განვითარების მიმართულებით

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, 15 დეკემბერს, თბილისის საკრებულო თბილისის მერის 2023 წლის ანგარიშს მოისმენს და 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოხდება.

შესაბამისი განცხადება ტყემალაძემ საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშთან და თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით გააკეთა.

„მიმდინარე 2023 წელი, რომლის შეჯამებაც უნდა მოხდეს, საკმაოდ წარმატებული იყო. ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქალაქის განვითარების მიმართულებით. მერის ანგარიში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს მოიცავს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას მისცემს.

„საკრებულოში შემოსულია დედაქალაქის ფინანსური დოკუმენტის გადამუშავებული პროექტი, რომელშიც მაქსიმალურად არის გათვალისწინებული თბილისის საკრებულოს რეკომენდაციები. 2024 წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაზრდილია მიმდინარე ბიუჯეტთან მიმართებით. მისი მოცულობაა 1 763 354,7 ათასი ლარით განისაზღვრება. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო დატვირთული იყოს როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური კუთხით. ჩვენ გვაქვს საინტერესო პროექტები. დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო