მაკა ბოჭორიშვილმა და გივი მიქანაძემ „საქართველო და ევროკავშირი" პროექტის მონაწილეებს სიგელები გადასცეს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „საქართველო და ევროკავშირი" პროექტის მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ბოჭორიშვილის განცხადებით, პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა მეტი იცოდნენ, პარლამენტის როლზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, ქონდეთ ცოდნა, თუ რა გზა განვლო ქვეყანამ, რა რეფორმები გატარდა ამ კუთხით და რას მოუტანს ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს.

„თქვენ მომზადებული უნდა შეხვდეთ საქართველოს ისტორიის ახალ ეტაპს, რომელიც ევროკავშირის წევრობით დაიწყება", - მიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს.

პარლამენტის ცნობით, ორი კომიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, რომელიც სასწავლო ცენტრის ჩართულობით, 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოსწავლე ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის და აპარატის წევრები შეხვდნენ.

შეხვედრებისას ახალგაზრდებს გააცნეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის მოკლე ისტორია და მიმართულებები; ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები; ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მოსწავლეებს ესაუბრნენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის განათლების სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე; ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე. მათ შორის, პროგრამაზე „ერასმუს+".

პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საკანონმდებლო საქმიანობას და მის როლს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. ისინი ესწრებოდნენ როგორც საკომიტეტო, ასევე პლენარულ სხდომებს.

მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, პარლამენტის კარი ყოველთვის ღია იყო, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტად გაიხსნება ახალგაზრდებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე იმ ისტორიული არჩევანის განხორციელებას ეხება, რასაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ჰქვია.

„დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდობის ინფორმირება და ჩართულობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ბენეფიტებზე, ისევე, როგორც პარლამენტის როლზე ამ რთულ, მაგრამ მნიშვნელოვან გზაზე. თქვენი ასეთი დიდი ინტერესი დამატებით ენთუზიაზმს და მოტივაციას გვაძლევს, რომ ეს პროგრამები გაგრძელდეს და თქვენთან ერთად, შევქმნათ მეტი ცოდნის, ინფორმაციის აღქმადობის და განვითარების შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვანია იმ გზაზე რასაც ევროპაში გაწევრიანება და საპარლამენტო დემოკრატია ჰქვია", - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის ცნობით, დასკვნით ღონისძიებაზე, სხვადასხვა საჯარო სკოლის 20-მდე მოსწავლეს კომიტეტის თავმჯდომარეებმა სამახსოვრო სიგელები და საჩუქრები გადასცეს.

„საქართველო და ევროკავშირი" - ორი კომიტეტის ერთობლივი პროექტი 2024 წლის მაისამდე გაგრძელდება, სადაც სპეციალურად მომზადებული 4 დღიანი პროგრამის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამამთავრებელი კლასის 100-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო