დავით მათიკაშვილი - საქართველომ, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა ხალხმა ძალიან ბევრი იშრომა და იმუშავა იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო - მინდა მივულოცო ყველას, ვისაც სჯეროდა და ვისაც არ სჯეროდა

საქართველომ, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა ხალხმა ძალიან ბევრი იშრომა და იმუშავა იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. მე მინდა მივულოცო საზოგადოებას, მთელს საქართველოს, ყველას აბსოლუტურად, ვისაც სჯეროდა დღევანდელი დღის და ვისაც არ სჯეროდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ისე ახლოა თავის ევროპულ ოჯახთან, როგორც არასდროს.

"საქართველომ, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა ხალხმა ძალიან ბევრი იშრომა და იმუშავა იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. მე მინდა მივულოცო საზოგადოებას, მთელს საქართველოს, ყველას აბსოლუტურად, ვისაც სჯეროდა დღევანდელი დღის და ვისაც არ სჯეროდა. ჩვენი ქვეყნის წინსვლა ევროპული მომავლისკენ ისეთივე დღევანდელი დღეა, როგორც ის, რომ სტატუსი მივიღეთ. ის, რომ საქართველო ასე ახლოს თავის ევროპულ ოჯახთან არასდროს აქამდე არ ყოფილა. საქართველომ მდგრადი ნაბიჯებით გააგრძელებს სვლას თავისი ევროპული ოჯახისკენ. ჩვენ ღირსეულად ჩვენი ქვეყნის და ევროკავშირის ინტერესების, რა თქმა უნდა, გათვალისწინებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობით, ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა ევროპული ოჯახისკენ. ეს არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღე. კიდევე ერთხელ, ყველას გულითადად გილოცავთ ამ დღეს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება