"ევროპის უნივერსიტეტის" ფასადზე სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი 20-მეტრიანი დროშა გადმოიფინა

"ევროპის უნივერსიტეტის" ფასადზე ევროკავშირის გიგანტური დროშა გადმოიფინა. ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით "ევროპის უნივერსიტეტის" ფასადზე სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი 20-მეტრიანი დროშა გადმოიფინა.

„ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დილიდან უნივერსიტეტში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სოლისტი სოპრანო მარიკა მაჩიტიძე და სიმფონიური ორკესტრის კვარტეტი.

ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება