მაია სანდუ - რუსეთის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის მამაცი წინააღმდეგობის გარეშე დღეს აქ არ ვიქნებოდით - ერთად დავიწყოთ ეს მოგზაურობა კიდევ უფრო ძლიერი, ერთიანი ევროპის ასაშენებლად

რუსეთის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის მამაცი წინააღმდეგობის გარეშე დღეს აქ არ ვიქნებოდით, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“დიდი პატივია ევროკავშირში გაწევრიანების გზის უკრაინასთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან გაზიარება.

რუსეთის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის მამაცი წინააღმდეგობის გარეშე დღეს აქ არ ვიქნებოდით.

მოდით, ერთად დავიწყოთ ეს მოგზაურობა კიდევ უფრო ძლიერი, უფრო ერთიანი ევროპის ასაშენებლად”, - წერს სანდუ.

მოლდოვის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მოლდოვა მზად არის იმ სამუშაოსთვის, რომელიც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის და “მზად არის გამოწვევისთვის”.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს