ევროპარლამენტარი გაი ვერჰოფშტადტი - ორბანმა ოთახი დატოვა, როდესაც უკრაინის ევროპულ ოცნებას ლიდერებმა მხარი დაუჭირეს, მაგრამ ის ყოველთვის ბედნიერია, როცა ოთახში პუტინთან ერთად იმყოფება

ორბანმა ოთახი დატოვა, მაგრამ იგი ყოველთვის ბედნიერია, როცა ოთახში პუტინთან ერთად იმყოფება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გაი ვერჰოფშტადტმა განაცხადა.

„ორბანმა ოთახი დატოვა, როდესაც უკრაინის ევროპულ ოცნებას ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს. მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის ბედნიერია, როცა ოთახში პუტინთან ერთად იმყოფება“, - წერს გაი ვერჰოფშტადტი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

ვერჰოფშტადტმა აღნიშნა, რომ ორბანმა თავისუფლების ნაცვლად რუსეთი აირჩია.

„რუსეთის არჩევა თავისუფლების ნაცვლად. 1956 წლის სულმა უნგრეთის რეჟიმი სამუდამოდ დატოვა“, - აღნიშნა ბელგიის ყოფილმა პრემიერმა.

დღეს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს