ლევან ხაბეიშვილი - ეს არის ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება - ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, წინ გვაქვს დიდი ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანს

ვულოცავ ქართველ ხალხს, საზეიმო ნამდვილად ძალიან ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით. ეს არის ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ წინ დიდი ბრძოლაა და ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანს.

„კალაძე ამბობდა, რომ „თავისთვის დაიტოვონ კანდიდატის სტატუსი, თუ არ გვაძლევენ არ გვაინტერესებს“ - აი ასე აბუჩად იგდებდნენ ევროკავშირს და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. შესაბამისად, ეს გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ხალხმა და ასევე არ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი რამ არ ვთქვათ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აღმართა საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა და ის იყო მთავარი ტონის მიმცემი ევროპულ გზაზე. შესაბამისად, ცხადია, მისი პოლიტიკური პატიმრობის დასასრული ახლოვდება, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპულ საქართველოში კრემლის აგენტების მიერ პოლიტიკურ მძევლობაში პოლიტიკური პატიმრები აღარ გვეყოლება. ვულოცავ ქართველ ხალხს, საზეიმო ნამდვილად ძალიან ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით, ეს არის ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, წინ გვაქვს დიდი ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!