ირლანდიის პრემიერი - ორბანმა უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებაზე ვეტო არ გამოიყენა და პატივს ვცემ, რომ ეს არ ქნა - ეს დიდი გეოპოლიტიკური მესიჯია, არა მხოლოდ მოსკოვისთვის, არამედ მსოფლიოსთვის

ორბანმა უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებაზე ვეტო არ გამოიყენა და ამას პატივს ვცემ. ამის შესახებ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა განაცხადა.

“ორბანი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, და თავის აზრს არ იცვლის. მაგრამ მან გადაწყვიტა ვეტოს ძალა არ გამოიყენოს, ვინაიდან, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაბლოკვა. მან მიიღო გადაწყვეტილება ეს არ გაეკეთებინა, და პატივს ვცემ, რომ ეს არ ქნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩვენ, როგორც ევროკავშირს, ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებდა. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, და უნგრეთმა გადაწყვიტა ის არ დაებლოკა”, - განაცხადა ვარადკარმა.

ამავდროულად, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ “გადაწყვეტილება უფრო სწრაფად იქნა მიღებული, ვიდრე ველოდით”.

“ეს დიდი გეოპოლიტიკური მესიჯია, არა მხოლოდ მოსკოვისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. და როდესაც ევროკავშირი ამბობს, რომ დემოკრატიას იცავს - ამას ვაკეთებთ, და როდესაც ვამბობთ, რომ უკრაინასთან იმდენ ხანს ვიქნებით, რამდენიც საჭირო იქნება - ამას ვგულისხმობთ”, - განაცხადა ვარადკარმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს