ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი - საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ვულოცავ

საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ვულოცავ, - ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა.

„ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ამ ქვეყნებს მათი ევროპული მომავლის ნათელი პერსპექტივა ვაჩვენეთ“, - წერს პეტრ ფიალა X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

დღეს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება