რობერტა მეცოლა - თქვენი ხმა და თქვენი ევროპული მისწრაფებები გავიგონეთ და დღეს, საქართველო ამაყია - ჩვენ ისტორია შევქმენით, ახლა ერთად დავწერთ მომავალს

ქართველი ხალხის ხმა და ევროპული მისწრაფებები გავიგონეთ. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა “ტვიტერის" პირად გვერდზე წერს.

“ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისთვისა და ევროკავშირისთვის ამ ისტორიულ დღეს.

თქვენი ხმა და თქვენი ევროპული მისწრაფებები გავიგონეთ, და დღეს, საქართველო ამაყია მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ეს იმედს ნიშნავს”, - წერს მეცოლა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ასევე, ულოცავს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას.

“ეს საამაყო მომენტია ევროპისთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის. ყველასთვის, ვინც ჩვენი ღირებულებებისთვის იბრძვის. ყველასთვის, ვინც ევროპას როგორც იმედის შუქურას უყურებს.

ჩვენი დაპირებები შევასრულეთ. ისტორია შევქმენით. ახლა ერთად დავწერთ მომავალს”, - წერს მეცოლა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს