ჯინ შაჰინი - მივესალმები დღევანდელ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ  და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

მივესალმები დღევანდელ ისტორიულ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა.

„მივესალმები დღევანდელ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. თუ ეს ადრე არ იყო ნათელი, ახლა უნდა იყოს - პუტინი არ შეიძლება ამაზე მეტად ცდებოდეს: უკრაინის მომავალი დასავლეთს ეკუთვნის“, - წერს ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

დღეს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს