სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვულოცავ ჩემს კოლეგებსა და ხალხს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან - ეს ისტორიული დღეა ევროპული ოჯახისთვის

ვულოცავ ჩემს კოლეგებსა და ხალხს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.

„ვულოცავ ჩემს კოლეგებს, საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან და სამი ქვეყნის ხალხს ევროპული საბჭოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

ეს ისტორიული დღეა ევროპული ოჯახისთვის, მათთვის ვინც დემოკრატიულ პრინციპებს იზიარებს“, - წერს არარატ მირზოიანი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება