ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ახალგაზრდა მძევლის ცხედარი აღმოაჩინა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათმა ჯარისკაცებმა ღაზაში 28 წლის მძევლის, ელია ტოლენადოს ცხედარი იპოვეს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი სამხედრო დაზვერვის დირექტორატის 504 ქვედანაყოფისა და 551-ე ბრიგადის მიერ განხორციელებული ოპერატიული მოქმედებების დროს აღმოაჩინეს.

ელია ტოლენადო მძევლად 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, „სუპერნოვას“ მუსიკალური ფესტივალიდან აიყვანეს.

ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღაზაში ამჟამად, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს აყვანილი 135 მძევალი იმყოფება. თავდაპირველად მძევლების რაოდენობა 240-ს აჭარბებდა. 100-ზე მეტი ადამიანი გასულ თვეში, დროებითი ზავის დროს გაათავისუფლეს, ოთხი - ნოემბრის ბოლოს, დროებითი ზავის მიღწევამდე, ერთი მძევალი ისრაელელმა ჯარისკაცებმა გადაარჩინეს. ასევე ნაპოვნია ოთხი მძევლის ცხედარი. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში მოქმედი ჯარების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით 20 ადამიანის სიკვდილი დაადასტურა. მათი ცხედრები ჯერ კიდევ „ჰამასის“ ხელშია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება