თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშის მოსმენა და მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე მსჯელობა დაიწყო

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშის მოსმენა და მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე მსჯელობა დაიწყო.

სხდომის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ 2024 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალი და გაზრდილია.

„დღეს ჩვენ მოვისმენთ მერის 2023 წლის ანგარიშს. 2023 წელი ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული წელია თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტებით, ასევე სოციალური მიმართულებით. ჩვენ დღეს ასევე ვიმსჯელებთ 2024 წლის პროექტზე. პროექტი, რომელიც წარმოდგენილია გადამუშავებული ვარიანტი და მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ასევე საკრებულოს რეკომენდაციები. არის უპრეცედენტოდ მაღალი, გაზრდილი [ბიუჯეტი] და ეს რა თქმა უნდა არის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები იმისთვის, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. ჩვენ ვთვლით, რომ პრიორიტეტის გადანაწილება სამართლიანია და ჩვენ უმრავლესობა მხარს დავუჭერთ 2024 წლის ბიუჯეტს. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ და ვფიქრობთ, რომ ოპტიმალური ვარიანტია დღეს წარმოდგენილი”, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

ამასთან, თბილისის მერიის ინფორმაციით, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა გაზრდილია და 1 763 354 000 ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 130 000 000 ლარით მეტია. მათ შორისაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერი, რომელიც 500 000 000 ლარია.

"აღნიშნულ პროექტში ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 547 486 000 ლარის გამოყოფა, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 31 785 000 ლარით მეტია.

სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გამოიყოფა 507 632 000 ლარი, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 33 446 000 ლარით მეტია.

გარდა ამისა, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დონორების დაფინანსება შეადგენს 63 000 000 ლარს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება