კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის: ევროპის კარი ღიაა - ახლა ჩვენ უნდა მივიყვანოთ საქმე ბოლომდე!

საქართველო ევროკავშირის წევრობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის განცხადებით, ევროკომისიის დადებითი პასუხი კანდიდატის სტატუსზე დასტურია იმისა, რომ ევროპა საქართველოს ადგილს მის ოჯახში ხედავს.

კოალიციის წევრი ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, ევროკომისიამ ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა მზაობა, საჭირო რეფორმების გატარების შემთხვევაში მიიღოს საქართველო მისი დიდი ოჯახის ღირსეულ წევრად. ახლა საქართველოს ჯერია, ევროკავშირი საქართველოსგან ელის ქმედით რეფორმებს! ახლა, საქართველომ უნდა მიიყვანოს საქმე ბოლომდე!

“კანდიდატის სტატუსს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩართულმა მხარემ დღეიდანვე დაიწყოს ზრუნვა იმ რეფორმების გასატარებლად, რომელიც ევროკავშირმა რეკომენდაციის სახით წარუდგინა საქართველოს. ამ რეკომენდაციების გატარებით, ჩვენ დავდგებით უკრაინასა და მოლდოვას გვერდით, რომლებიც გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნით მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ, რათა მალე, ერთად ვიზეიმოთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის საბოლოო გამარჯვება“ - განაცხადა დოლიძემ.

კოალიციის კიდევ ერთი წევრი ორგანიზაციის „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მელაშვილის თქმით დღევანდელი მიღწევა აგვირგვინებს იმ ქვეთავს, რომელშიც საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად იღვწოდა. მისივე განმარტებით ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული შეძლებს თუ არა საქართველო იმ რეფორმების გატარებას, რომელიც ევროკავშირის წევრობით დაგვირგვინდება.

„საქართველოს ევროპისკენ სვლის პროცესი ისტორიულად აერთიანებდა ბევრ მხარეს, ბევრი ინდივიდის ხედვას, შრომასა და ღვაწლს, სწორედ ასე ამგვარად, ერთიანი ძალისხმევით, ახლა უნდა გავატაროთ ქმედითი რეფორმები და საქმე მივიყვანოთ ბოლომდე!“ - აცხადებს მელაშვილი.

კოალიცია ინფორმაციის სანდოობის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა ევროპული იდეისადმი ერთგულება, ახლა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი რათა მიიყვანოს ევროპული საქმე ბოლომდე!

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება