ოპოზიციონერი დეპუტატები: თამარ კორძაია, თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე აცხადებენ, რომ კანდიდატის სტატუსს ახლავს პასუხისმგებლობა და ისინი ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან

ოპოზიციონერი დეპუტატები თამარ კორძაია, თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავენ და აცხადებენ, რომ მას ახლავს პასუხისმგებლობა და ისინი ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან.

როგორც ერთობლივ ბრიფინგზე თამარ კორძაიამ განაცხადა, წინ არის ბევრი სამუშაო.

„უკრაინამ გახსნა ყველასთვის ეს შესაძლებლობა და მათ განსაკუთრებულად ვულოცავთ, ვულოცავთ მთელ საქართველოს, ყველას ვისაც ეს გაუხარდა, რადგან ეს არის ჩვენი პერსპექტივა მომავლისთვის. სტატუსი ნიშნავს თითოეული მოქალაქის მეტ კონტროლს ხელისუფლებაზე, ეკონომიკურ წინსვლას, მაღალ სტანდარტს განათლებაში, გარემოს დაცვის, სოციალურ სფეროში. ეს არის შანსი წავიდეთ წინ. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს," - განაცხადა კორძაიამ.

ხათუნა სამნიძის თქმით კი, „სიხარულს ახლავს პასუხისმგებლობა, რაც ნიშნავს მათი წვლილის შეტანას ამ პროცესში, თანამშრომლობას მიუხედავად სირთულეებისა“.

„უმნიშვნელოვანესია მოქალაქეთა იმედი გავამართლოთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში და დავიწყოთ სერიოზული შრომა ევროპული მომავლისთვის, ეს ნიშნავს დიალოგს, კონსტრუქციულ თანამშრომლობას, დაპირისპირებას, მაგრამ სიძულვილის გარეშე. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ პროგრესი არის გარდაუვალი. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, სტატუსი ეკუთვნის ქვეყანას. ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ და ვაპირებთ ამ პროცესში სერიოზულად ჩავერთოთ საკუთარი მანდატის ფარგლებში, რაც ნიშნავს თანამშრომლობას და ერთად მუშაობას. ურთულესი პროცესი იქნება, მაგრამ დღეს არ არის პრობლემებზე საუბრის დღე, გვინდა თითოეულ მოქალაქეს მივულოცოთ,"- განაცხადა სამნიძემ.

ამასთან, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტი აპირებს მისვლას. მათივე თქმით, ამ ღონისძიებაზე თავად მივლენ.

„ეს არის საქართველოს ზეიმი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის. ყველას გულწრფელად ვულოცავ ამ დღეს. ვიქნები იქ, სადაც იქნება ზეიმი საქართველოსი და მისი ხალხის. არ ველოდები ვინმე გამომიგზავნის თუ არა მოწვევას, მივალ იქ, სადაც ხალხი აღნიშნავს იმას, რას ყველას ერთად გვახარებს და რისთვისაც ყველამ ვიბრძოლეთ, რომ ეს დღე დამდგარიყო, ამიტომ მიუხედავად ცუდი პრაქტიკებისა, ზეიმში ვართ ერთიანი იმ ხალხთან ერთად ვინც ამას აღნიშნავს,"- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო