აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად ილჰამ ალიევი ოფიციალურად წარადგინა

აზერბაიჯანის მმართველმა პარტია „ენი აზერბაიჯანმა“ მომავალი წლის არჩევნებში საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატად ილჰამ ალიევი ოფიციალურად წარადგინა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება დღეს გამართულ პარტიის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მიიღეს.

პარტიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ილჰამ ალიევი იმ პოლიტიკით, რომელსაც ახორციელებს, მარადიული პრეზიდენტის ტიტულს იმსახურებს.

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარების შესახებ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა