ხატია დეკანოიძე - მინდა ყველას მივულოცო სტატუსის მიღება და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყება საქართველოს უახლეს ისტორიაში - ეს არის ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ხალხის დამსახურება

მინდა ყველას მივულოცო სტატუსის მიღება და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყება საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ხალხის დამსახურება, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობა, რომელიც როგორც დეპუტატს აქვს, კარგად აქვს გააზრებული და მის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ საქართველომ შეასრულოს 9 დათქმა, თუმცა, ეს იქნება თავიდან ბოლომდე ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს უახლოეს პერიოდში სერიოზული რეფორმების ჩატარებას. მარტში დაიწყება უკვე შეფასების პირველი კრიტერიუმი, ეს შეფასება უნდა გაკეთდეს საქართველოს პროგრესზე იმ 9 დათქმიდან, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი შესასრულებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა გავიაზროთ ყველამ და განსაკუთრებით ეს პასუხისმგებლობა ეხება საქართველოს ხელისუფლებას. გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს მალე და დავეწიოთ უკრაინას და მოლდოვას. გაფართოების ეს ტალღა დასრულდება 2030 წელს და საქართველომ მნიშვნელოვანია გააკეთოს ყველაფერი რეფორმების კუთხით, თავისუფალი არჩევნების ჩატარების მიმართულებით. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნება უპირველესი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი ყველას კარგად ჰქონდეს გააზრებული,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს