აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე და ილია ვერძაძე ევროპის რეგიონულ ფორუმში მონაწილეობდნენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე და ილია ვერძაძე, 13-14 დეკემბერს, ესპანეთის დედაქალაქში, მადრიდში, ევროპის რეგიონულ ფორუმში - „ხელმისაწვდომი ევროპა: ICT 4 ALL“- ში მონაწილეობდნენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ესპანეთის სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით გამართული ფორუმის მიზანი რეგიონული ქსელების გაძლიერება და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაა. ღონისძიება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ყოველწლიურად იმართება.

„ფორუმი, როგორც წესი, აერთიანებს კანონმდებლებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს ხელმისაწვდომობის, ინკლუზიური ციფრული საზოგადოების, ეკონომიკური გარემოს გაძლიერების, ასევე ევროპის რეგიონებში მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული გამოწვევების განსაზღვრის მიზნით“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.

უწყების ცნობითვე, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ილია ვერძაძის განცხადებით, ფორუმის ფარგლებში, სპეციალისტებმა წარმოადგინეს სამომავლო გეგმები, შეხედულებები ევროპის გაძლიერების, ხელმისაწვდომობისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

ღონისძიება, რომელსაც Fundación ONCE მასპინძლობდა, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირისა (ITU) და ევროკომისიის (EC) მიერ იყო ორგანიზებული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება