პარლამენტმა სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

პარლამენტმა სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა.

ამ მიმართულებით “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონსა და “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები 76 ხმით, მესამე მოსმენით მიიღეს.

მთავრობის პროექტის მიხედვით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობა უფლებამოსილი იქნება 2023 წელს შესაბამისი ნორმატიული აქტი გამოსცეს.

ამავე პროექტით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ფინანსური დავალიანების მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასურის გამოსყიდვის მიზნით, სამინისტროს მიერ გადახდილი თანხით სტუდენტის მიერ მიღებული სარგებელი, ასევე ფინანსური დავალიანების მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტის მიერ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასურის ჩამოწერით მიღებული სარგებელი.

მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული საერთო ჯამში დაახლოებით 5.9 მლნ ლარს შეადგენს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში არ მიიმართება.

მთავრობის მონაცემებით, 2023 წლის 1-ელ აგვისტოს მდგომარეობით, გადასახდელი სწავლის საფასურის განულების სურვილი 26-მა კერძო უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გამოთქვა, ხოლო დავალიანების ჯამურმა ოდენობამ 14 ათასამდე სტუდენტზე დაახლოებით 17.0 მლნ ლარი შეადგინა. 18 სახელმწიფო უნივერსიტეტში დავალიანების ჯამურმა ოდენობამ 13 ათასამდე სტუდენტზე დაახლოებით 12.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც ჯამში, 29.5 მლნ ლარია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს