ირაკლი ფავლენიშვილი - ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, თუმცა იმისთვის, რომ პროცესი ბოლომდე მივიდეს, აუცილებელია იმ სისტემის ჩამოშორება, რომელიც თავისუფალ სამყაროს უპირისპირდება

ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, თუმცა იმისთვის, რომ სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ და ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს, აუცილებელია იმ სისტემის ჩამოშორება, რომელიც თავისუფალ სამყაროს უპირისპირდება, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

მისივე განცხადებით, ქართველმა ხალხმა ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო.

„ეს არის ქართველი ხალხის უდიდესი მიღწევა. არა მხოლოდ ბოლო საუკუნეების, ბოლო წლების, არამედ ბოლო თვეების მანძილზე ქართველმა ხალხმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა და გადამწყვეტი ძალისხმევა გაიღო იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. გვახსოვს საბოტაჟის არაერთი ფაქტი, მათ შორის, გადამწყვეტი საბოტაჟის აქტი წითელ ხაზს გადავიდა „რუსული ოცნება“ მარტის დღეებში თუმცა, მაშინაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა.

თუმცა იმისთვის, რომ სრულუფლებიანად გავხდეთ წევრები და ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს აუცილებელია იმ სისტემის ჩამოშორება, რომელიც მუდმივად ახდენს ამ დათქმების, რეკომენდაციების საბოტაჟს, უპირისპირდება თავისუფალ სამყაროს და მათ შორის იმეორებს კრემლის რიტორიკას და ნარატივებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს