ჯაბა სამუშია საზოგადოებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საზოგადოებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მიულოცა. ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

სამუშიას თქმით, აღსრულდა ქართველთა მრავალი თაობის სურვილი, მჭიდროდ დავკავშირებულიყავით ევროპულ ოჯახს.

„გილოცავთ ძვირფასო მეგობრებო! საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა! აღსრულდა ქართველთა მრავალი თაობის სურვილი, მჭიდროდ დავკავშირებულიყავით ევროპულ ოჯახს. დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით განათლებისკენ, განვითარებისკენ, მშვიდობისკენ, წარმატებისკენ! მადლობა ყველას ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ საქმეში, მადლობა ევროპელ მეგობრებს ჩვენი მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომ ნაბიჯებსაც მალე გადავდგამთ და ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გავხდებით! წინ ევროპისკენ! დიდება საქართველოს!“, - ნათქვამია თსუ-ის რექტორის მილოცვაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს