შალვა ოგბაიძე - დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის სრულყოფის პროცესი დაწყებულია

დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის სრულყოფის პროცესი დაწყებულია, აქტიურ ფაზაშია და გეგმაზომიერად მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, ანგარიში მოისმინეს და თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

„სატრანსპორტო პოლიტიკა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევა ჩვენი დედაქალაქისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

მისივე თქმით, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების, სრულყოფის და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიმართულებით წელსაც არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა.

„რა თქმა უნდა, რეფორმას თან ახლავს გარდამავალი და საადაპტაციო პერიოდისათვის დამახასიათებელი სირთულეები, თუმცა უმთავრესია ის, რომ სისტემის სრულყოფის პროცესი დაწყებულია, აქტიურ ფაზაშია და მიმდინარეობს გეგმაზომიერად, რასაც თუნდაც ისეთი ღონისძიებები მოწმობს, როგორებიცაა: 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, მეტროს ვაგონების განახლება თუ მიმდინარე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორცშესხმა და სხვა.

ეს ყოველივე ერთობლიობაში მიუთითებს, რომ ტრანსპორტის განვითარება, დედაქალაქის მაცხოვრებელთა სწრაფი, კომფორტული და ხელმისაწვდომი გადაადგილება კვლავაც დედაქალაქისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად რჩება დედაქალაქისთვის“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

შალვა ოგბაიძის განცხადებას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს