სერგეი ლავროვი - ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის მოლოდინი არ გაამართლა - დროა, გააცნობიერონ ომის ჩიხი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაიწყეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთი მოლოდინები არ გაამართლა.

მისი მტკიცებით, მოსკოვს ესმის საუბრები იმის შესახებ, რომ დროა ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას დახმარება შეუმცირონ.

„ეს არ არის მხოლოდ საუბარი. ზელენსკის რეჟიმის მხარდასაჭერად ფულის მოძიებასთან დაკავშირებით სირთულეები უკვე იქმნება როგორც ევროპაში, ასევე შეერთებულ შტატებში. ზელენსკის რეჟიმმა აშკარად არ გაამართლა მოლოდინი, აშკარად ვერ ითამაშა იმ ინსტრუმენტის როლი, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას ძირს გამოუთხრიდა და მოსპობდა ყველაფერს რუსულს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ეს რეჟიმი აკონტროლებს“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, დროა, ნატო-მ და ევროკავშირმა გააცნობიერონ, რომ ომი, რომელიც მათ ზელენსკის რეჟიმის ხელით წამოიწყეს, ჩიხურ მდგომარეობაშია.

„თქვენ გესმით შეფასებები, რომელსაც ნატო-სა და ევროკავშირში საღი გონების პოლიტიკოსები აჟღერებენ. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. დროა გააცნობიერონ ომის სრული ჩიხი, რომელიც ზელენსკის რეჟიმის ხელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაიწყეს", - აღნიშნა ლავროვმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო