თინა ბოკუჩავა კანდიდატის სტატუსზე - ამ გადაწყვეტილებით ევროპამ რუსეთი დაამარცხა, ქართველმა ხალხმა კი „რუსული რეჟიმი“ - ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება და ფუჭად ცდილობს „რუსული ოცნება“, რომ მიითვისოს

ამ გადაწყვეტილებით ევროპამ რუსეთი დაამარცხა, ქართველმა ხალხმა - „რუსული რეჟიმი“ - ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება და ფუჭად ცდილობს „რუსული ოცნება“, რომ ეს მიითვისოს,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავენ.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა საქართველოს მისცა შესაძლებლობა, რომ „რუსული ოცნება“ შეიცვალოს“.

„გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო, ეს მართლაც ძალიან დიდი გამარჯვებაა. ეს არის საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვება. გილოცავთ! ამ გადაწყვეტილებით ევროპამ რუსეთი დაამარცხა, ქართველმა ხალხმა - „რუსული რეჟიმი“. ეს არის ეს რეალობა, ეს არის ეს გამარჯვება, ეს არის ჩვენი მონაპოვარი. ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება და ფუჭად ცდილობს „რუსული ოცნება“, რომ ეს მიითვისოს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება. ეს გამარჯვება ქართველი ხალხის ერთიანობამ მოიტანა. ვერაფერი აღუდგა მას წინ. „რუსული ოცნება“ ცდილობდა, რომ დაერღვია ეს ერთიანობა, მაგრამ ვერ შეძლო. ჩვენ გავიმარჯვეთ. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა მოგვცა შანსი, რომ „რუსული ოცნება“ შევცვალოთ; რომ ქართველმა ხალხმა „რუსული რეჟიმი“ შეცვალოს. სწორედ შემდეგ შევძლებთ, რომ ევროპაში შევიდეთ, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ადამიანი, რომელიც დღეს აუცილებლად უნდა იყოს ჩვენთან, ქართველ ხალთან ერთად, მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც პირველმა ააფრიალა ევროკავშირის დროშა. თქვენ ხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი აქ არის, მისი გული აქ არის, ის ქართველ ხალხთან ერთად და მის გამარჯვებასთან ერთად არის. მჯერა, რომ სწორედ მიშასთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მალე საბოლოო გოლს გაიტანს და საბოლოო გამარჯვებას მიაღწევს. ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით. წინ ბევრი გამარჯვებისკენ!“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის