კახა ოქრიაშვილი - საუკეთესო გზა კანდიდატობიდან წევრობამდე არის 2024-ში „რუსული ოცნების“ ჩამოშორება

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ვულოცავ ქართველებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას! „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსი არ მიგვეღო და მოახერხა ის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, უკრაინა და მოლდოვა კი უფრო წინ წავიდნენ და უკვე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით დაიწყეს მოლაპარაკება. დიახ, ეს „რუსული ოცნების“ დამსახურებაა, რუსეთის დავალებით. ახლა მთელი „ქოცბანდა“ ზის და ნერვიულობს, რუსებმა ყური არ აგვიწიონო.

კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ეტაპია და კარგია, რომ ეს ეტაპი გადავლახეთ. მთავარი შედეგი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა, რისთვისაც ცხრა პირობა გვაქვს შესასრულებელი, მათ შორის, სრულად სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რეალური სასამართლო რეფორმა და ა.შ.

საუკეთესო გზა კანდიდატობიდან წევრობამდე არის 2024-ში „რუსული ოცნების“ ჩამოშორება და ჭეშმარიტად პროევროპული პოლიტიკური ძალების მოსვლა ხელისუფლებაში. რას მოგვიტანს ეს?! - უსწრაფეს განვითარებას. ასე რომ, კარგი დღე გვქონდა წინასაახალწლოდ და მადლობა ევროპელებს!“ - აცხადებს ოქრიაშვილი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის