ლევან ხაბეიშვილი - მინდა გთხოვოთ ამყვეთ: „გამარჯვების გზებზე ვდგებით, გამარჯვების სიმღერებით, გული უნდა ვიჯეროთ! მათი ბრძოლით, მხოლოდ ბრძოლით კიდევ გოლი, კიდევ გოლი“ - ქართველი ხალხი 1:0 დაწინაურდა რუსულ პარტიასთან ბრძოლაში

ქართველი ხალხი 1:0 დაწინაურდა რუსულ პარტიასთან ბრძოლაში. ამ ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავენ.

მისივე თქმით, ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა, არის მიხეილ სააკაშვილი.

„ჩემო ძვირფასებო, ჩემმა კოლეგებმა ძალიან დეტალურად ისაუბრეს, საქმიანად. მე მინდა, ერთი რამე გთხოვოთ და ამყვეთ - „გამარჯვების გზებზე ვდგებით, გამარჯვების სიმღერებით, გული უნდა ვიჯეროთ! მათი ბრძოლით, მხოლოდ ბრძოლით კიდევ გოლი, კიდევ გოლი“. ქართველი ხალხი 1:0 დაწინაურდა რუსულ პარტიასთან ბრძოლაში. ამ ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. თინამ ახსენა და აუცილებლად მეც უნდა ვთქვა, ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მას ვუსურვო თავისუფლება ქართველ ხალხთან ერთად. აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად დავამარცხებთ იმ ხალხს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ გვეუბნებოდნენ, რომ თურმე „ჩალის ფასი აქვს ევროკავშირის რეზოლუციებს“, თურმე, „სადაც უნდათ ეს სტატუსი იქ წაიღონ“ და „თუ არ მოგვცემენ პრობლემა არ არის“. ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, ქართველი ხალხი იგებს 1:0-ს და წინ არის დიდი გამარჯვება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის