ზურაბ ჩიკვილაძე - ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით მომდევნო წელიც გამორჩეული იქნება

ჩვენს უახლეს ისტორიაში შთამბეჭდავი დღეა, ამიერიდან საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსის მქონე ქვეყანაა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, ანგარიში მოისმინეს და თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, მიმდინარე წელი შთამბეჭდავი იყო თბილისის მერიის მიერ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებული პროგრამების რაოდენობით.

„თბილისის მერიის მიერ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ 37 პროგრამა/ქვეპროგრამას შორის აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამას გამოვყოფ, რომლითაც 1 850 ბავშვი და მოზარდი სარგებლობს. ამასთან ერთად, ამიერიდან „ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ ბენეფიციარებს ემსახურება.

უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართის 1 კვ. მ-ის შესაძენი თანხა მიმდინარე წელს 900 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა დაფინანსება ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირებისათვის და ეს თანხა დღეისათვის 120 000 ლარს შეადგენს.

ბიუჯეტს დაემატა ახალი ქვეპროგრამა - სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსება. გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტები და კვლევები ყველა ბენეფიციარს სრულად უფინანსდება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მიმართულებით არსებული მუნიციპალური პროგრამები მზარდია.

საკრებულოს წევრი დარწმუნებულია, რომ „ამ მიმართულებით 2024 წელიც გამორჩეული იქნება“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება