ნინო რუხაძე - ევროპულმა საბჭომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო

ევროპულმა საბჭომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ნინო რუხაძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, ანგარიში მოისმინეს და თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი დღე აქვს დღეს მთელ ქვეყანას. ქართველი ხალხი თავისი საუკუნოვანი ოცნების ახდენას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით მიუახლოვდა.

„ევროპის საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ერთადერთი და სწორი იყო. ამ გადაწყვეტილების გამოტანაში თავისი წვლილი შეიტანეს საქართველოს მუნიციპალიტეტებმა, პირველ რიგში, თბილისმა. გავიხსენებ მიმდინარე წლის ივნისში თბილისში გამართულ ევროპული მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს პოლიტიკური კომიტეტის სხდომას, რომლის დამსწრე ევროპის კონტინენტის მუნიციპალიტეტების არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ თბილისი ნამდვილი ევროპული ქალაქია და ისინი აქ თავს ევროპაში გრძნობენ“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.

საკრებულოს წევრის თქმით, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მმართველობის ყველა დონეზე, მათ შორის თვითმმართველობების დონეზე, ჩვენ ევროპული სივრცის ნაწილად მოგვიაზრებდნენ და რომ ჩვენც თანამონაწილენი ვართ ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებისა.

ნინო რუხაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომ ნუ წაართმევენ საკუთარ თავს ამ არაჩვეულებრივი გრძნობის თანამონაწილეობის განცდას.

ნინო რუხაძემ სხდომაზე დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არსებული კვლევებით, თბილისის ბიუჯეტი განაწილების თვალსაზრისით ევროპული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შესაბამის მაჩვენებლებს სრულად შეესაბამება.

„წარმოდგენილი ბიუჯეტი არის მკვეთრად სოციალური აქცენტით, რაც თბილისელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ნებისმიერი მუნიციპალიტეტის მხრიდან გაკეთებული სწორი და თანამოქალაქეებისადმი სოლიდარობის გამომხატველი გზავნილია,“ - განაცხადა ნინო რუხაძემ.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება