ჯეიკ სალივანი - „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი თვეების განმავლობაში გაგრძელდება - აშშ ისრაელს არ კარნახობს, რა უნდა გააკეთოს

არ არსებობს უთანხმოება იერუსალიმს და ვაშინგტონს შორის, რომ ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას თვეები დასჭირდება, - ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ისრაელში ვიზიტისას, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატები ისრაელს არ კარნახობს, როგორ იმოქმედოს.

„თეთრ სახლს ჰქონდა ძალიან კარგი დისკუსიები კონფლიქტის ვადებსა და შემდგომ ეტაპებზე გადასვლაზე, მაგრამ ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ ვინმეს ვუთხრათ: თქვენ უნდა გააკეთოთ X, ან უნდა გააკეთოთ Y“, - აღნიშნა სალივანმა ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას, რომ თეთრი სახლი, მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის გამო, ზეწოლას ახდენს ისრაელზე, რათა მან ომის მიმდინარე ფაზა რამდენიმე კვირაში დაასრულოს.

„ისრაელელმა კოლეგებმა დააფიქსირეს მათი მიზანი, განასხვაონ მშვიდობიანი მოქალაქეები მებრძოლებისგან და უდანაშაულო ადამიანებისთვის ზიანის მიყენება აღკვეთონ“, - აღნიშნა სალივანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს