დიმიტრი პესკოვი - უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ

ევროკავშირში გაწევრიანების მკაცრს კრიტერიუმებს ვერც უკრაინა და ვერც მოლდოვა ვერ აკმაყოფილებენ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეიძლება წლების ან ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს.

"ევროკავშირს ყოველთვის ჰქონდა გაწევრიანების მკაცრი კრიტერიუმები და ამ დროისთვის აშკარაა, რომ ვერც უკრაინა და ვერც მოლდოვა ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ახლა „თავის ისტორიაში არცთუ საუკეთესო პერიოდი უდგას“, როგორც ბლოკის ფუნქციონირების, ასევე ეკონომიკის თვალსაზრისით და ცხადი ხდება, რომ კიევთან და კიშინიოვთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება აბსოლუტურად პოლიტიზებულია.

„ევროკავშირის სურვილია ამ გზით გამოხატოს მხარდაჭერა ამ ქვეყნების მიმართ მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთ ახალ წევრებს რეალურად ევროკავშირის დესტაბილიზაცია შეუძლიათ“, - აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, რაც ხდება, რადგან ის იმავე კონტინენტზეა, რომელზედაც ევროკავშირი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს