ზაზა ვაშაყმაძე შეიხ ფაიგ ნაბიევს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ახლად არჩეულ შეიხს, ფაიგ ნაბიევს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

ზაზა ვაშაყმაძემ შეიხს არჩევა მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ მისი თანამშრომლობა რელიგიის სააგენტოსთან ინტენსიური იქნება.

მან მოკლედ მიაწოდა ინფორმაცია სტუმარს რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ და აღნიშნა მათში მუსლიმი თემის, როგორც შიიტური, ისე სუნიტური მიმართულების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობა.

„რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმი თემისთვის გაწეულ დახმარებაზე და აღნიშნა, რომ ეს ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება.

მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, ფაიგ ნაბიევმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მასპინძლობისთვის, შეხვედრას ესწრებოდნენ მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები: ოქტაი ისაევი, ნიაზ ამირხანოვი, ფირდოსი კასუმოვი, გურბან მურგუზოვი, რახიდ კერიმოვი და აზიზ ნაბიევი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება