შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - გამოიჩინონ ნდობა ხელისუფლების მიმართ, რომელსაც მილიონზე მეტი თანამოქალაქე ენდობა და თუ დათანხმდებიან, დაეხმარონ ხელისუფლებას ამ გზაზე, ჩვენი წარმატება უფრო სწრაფი იქნება

[ოპოზიციურმა პარტიებმა] გამოიჩინონ ნდობა ხელისუფლების მიმართ, რომელსაც მილიონზე მეტი თანამოქალაქე ენდობა და თუ ისინი ამ ნდობას გამოიჩენენ და დათანხმდებიან, რომ დაეხმარონ ხელისუფლებას ამ გზაზე, მაშინ ჩვენი წარმატება კიდევ უფრო სწრაფი და მტკიცე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან თავისუფლების მოედანზე განაცხადა.

მან ასევე მოუწოდა ოპოზიციას, „რომ დაფიქრდნენ, გამოიტანონ თავისი დასკვნები ამ ბოლო წელიწად-ნახევრიდან, შეხედონ როგორ იმოქმედა ხელისუფლებამ და როგორ მიიყვანა ამ დღემდე მთლიანად ეს პროცესი“.

„გუშინდელი დღე არის ისტორიულად მოპოვებული გამარჯვება. ჩვენ როგორც ამ დღემდე მოვედით წარმატებით, ასევე წარმატებით იქნება შემდეგი ეტაპებიც გადალახული. ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ დაფიქრდნენ, გამოიტანონ თავისი დასკვნები ამ ბოლო წელიწადნახევრიდან, შეხედონ როგორ იმოქმედა ხელისუფლებამ, და როგორ მიიყვანა ამ დღემდე მთლიანად ეს პროცესი. გამოიჩინონ ნდობა ხელისუფლების მიმართ, რომელსაც მილიონზე მეტი თანამოქალაქე ენდობა და თუ ისინი ამ ნდობას გამოიჩენენ, და თუ ისინი დათანხმდებიან, რომ დაეხმარონ ხელისუფლებას ამ გზაზე, მაშინ ჩვენი წარმატება კიდევ უფრო სწრაფი და მტკიცე იქნება. რაც შეეხება შემდეგ ეტაპებს, როგორც აქამდე მოვიყვანეთ პროცესი წარმატებით, ასე წარმატებით, ასე მტკიცედ მივალთ შემდეგ ეტაპზეც“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო